სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

GASTRONOME -ის გუნდი ეძებს თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 25 ივნისი, 2024

GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/ 
Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo 
Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

GASTRONOME -ის  გუნდი ეძებს თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა,  განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.);
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი);
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა;
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება;
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება;


მოთხოვნები:

  • სასურველია  სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში;
  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
  • გამართული მეტყველება.


ფილიალის ადგილმდებარეობა:

  • წყნეთი, რუსთაველის ქ. 23

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ( 3 თვის შემდეგ )

ზეგანაკვეთური საათების  ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად. 

სტაჟირება: 1 კვირა ( ანაზღაურებადი)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)

დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე

ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Message body empty