სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

დასტა რექორდს მენეჯმენტი - დოკუმენტების ოპერატორი / დროებითი თანამშრომელი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 ივლისი, 2019
ბოლო ვადა 04 აგვისტო, 2019

სს დასტა რექორდს მენეჯმენტი აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების ოპერატორის დროებითი თანამშრომლის თანამდებობაზე პროექტის ფარგლებში.

დასტა რექორდს მენეჯმენტი (“დასტა”) არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.


სამუშაო ადგილი: თბილისი; გორი ; თელავი; მარნეული; ზუგდიდი.

სამუშაოს საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ.

პროექტის ხანგრძლივობა:  1-3 კვირა
 

სამუშაოს აღწერა:

  • დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება - მათი სორტირება, დახარისხება, დალაგებული დოკუმენტებისთვის სპეციალური თავსართის გაკეთება და კომპანიის ყუთებში განთავსება
  • დოკუმენტების კატალოგების შედგენა

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები
  • სწრაფი და აკურატული ბეჭდვის უნარი
  • მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი
     

პიროვნული უნარები:

  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2019 წლის 13 ივლისამდე შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: drm.ge/ვაკანსიები, გთხოვთ აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება – დოკუმენტების ოპერატორი - დროებითი თანამშრომელი.

Message body empty