სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჩემი ადვოკატის იურიდიული კლინიკა - მოხალისეთა მიღება

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 05 ივლისი, 2019
ბოლო ვადა 08 ივლისი, 2019

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“-ს  იურიდიული კლინიკა  აცხადებს მოხალისეთა მიღებას. 

ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“-ს იურიდიული კლინიკის მთავარი ღირებულებაა საზოგადოებაში სამართლებრივი განათლების დონის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და დამწყები იურისტებისთვის პრაქტიკული იურიდიული განათლების მიცემა, მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა.

მოხალისეები ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით ჩაერთვებიან მოქალაქეთათვის იურიდიული დახმარების გაწევაში.

მოხალისეებს ეძლევათ შესაძლებლობა აწარმოონ რეალური საქმეები და განახორციელონ წარმომადგენლობა, როგორც სასამართლო ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

კონკუსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული  ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, რომელთა სწავლის დამთავრებიდან გასულია არა უმეტეს 2 წლისა და   სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამოქალაქო  და ადმინისტრაციული სამართლის, როგორც მატერიალური ისე საპროცესო კოდექსები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოგვიგზავნეთ მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]  და სათაურის ველში მიუთითეთ „მოხალისე“: 

  • რეზიუმე/CV
  • დიპლომის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. (აღნიშნული საბუთი შესაძლებელია წარმოადგინოთ გასაუბრებისას) 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595210043