დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
10 ივლისი, 2019
ბოლო ვადა
10 აგვისტო, 2019
კომპანია "City Hotels"-ში რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" ვეძებთ გაყიდვების დეტარტამენტის წარმომადგენელს, კერძოდ გაყიდვების აღმასრულებელს:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ( განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) ;
- სასტუმროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებული, აქტიური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
- კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
- არსებულ და პოტენციურ მომხმრებელთან სატელეფნო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
- შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია.
- მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
- გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
- გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და “subject”-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება” გაყიდვების აღმასრულებელი“.
გისურვებთ წარმატებებს!