სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - გაყიდვების აგენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 ივლისი, 2019
ბოლო ვადა 18 აგვისტო, 2019

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007  წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
  • სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
  • განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას
  • კარიერულ წინსვლას და გაყიდვების სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მზარდ და კონკურენტულ ანაზღაურებას
     

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსები

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

ვაკანსია განკუთვნილია დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

 თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიაში მოცემულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: [email protected]   

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty