სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მისო ქართული კრედიტი - პრომოუტერი ნახევარ განაკვეთზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 29 აგვისტო, 2019
ბოლო ვადა 15 სექტემბერი, 2019
სს მისო “ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
პრომოუტერი - ნახევარ განაკვეთზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2019 წელი

რა არის მთავარი მოვალეობა?
  • პრომო აქციებში მონაწილეობა თბილისის მასშტაბით გარე ლოკაციებზე;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება, საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  • საკრედიტო განაცხადის შევსება და შესაბამის ფილიალში გადამისამართება;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

ვის ვეძებთ ჩვენ?


  • მოტივირებულ, აქტიურ, ინიციატივიან ახალგაზრდებს;
  • მათ, ვინც არის ღია სიახლეებისა და გამოწვევებისთვის;
  • არის მობილური, შეუძლია თბილისის სხვადასხვა უბანში გადაადგილება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული/უმაღლესი განათლება (შესაძლებელია ნებისმიერი კურსის სტუდენტი);
  • გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ინფორმაცია:
  • პრომოუტერების გუნდი დაკომპლექტებულია 10 წევრისგან. სამუშაო არეალი მოიცავს თბილისის სხვადასხვა უბანს.
  • კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

პოზიციის პირობები:

  • დღიური ანაზღაურება 20 ლარი (ხელზე)+ ბონუსი ყოველი გაცემული სესხიდან;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 2 სამუშაო დღე, დღეში 4 სამუშაო საათი, 11:00-დან 15:00 - მდე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: http://georgiancredit.ge/index.php?a=main&pid=147&lang=geo ან გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
Message body empty