სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თიბისი ფეი - ტერმინალების მონიტორინგის სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 ნოემბერი, 2019
ბოლო ვადა 11 დეკემბერი, 2019

კომპანია თიბისი ფეი მონიტორინგის და შიდა აუდიტის განყოფილება აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ყოველდღიური მონიტორინგი - სისუფთავის, ტექნიკური გამართულობის, ვიზუალური მდგომარეობის და ბრენდინგის კუთხით;
  • მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში;
  • კვარტალში ერთხელ სხვადასხვა რეგიონში მივლინება და ტერმინალების მონიტორინგის განხორციელება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საკუთარი ავტომობილი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office);


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დღები: ორშაბათი-პარასკევი
  • ანაზღაურება: 625 დარიცხული ლარი


დამატებითი ბენეფიტები:

  • ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ, არაუგვიანეს  11 ნოემბრისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე -  [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს „თიბისი ფეი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 17 18 19, ელ ფოსტა: [email protected]

გაცნობებთ, რომ  შპს „თიბისი ფეი“  ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

Message body empty