სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ირაო - გაყიდვების ლაბი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 ნოემბერი, 2019
ბოლო ვადა 04 დეკემბერი, 2019

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო-ს“ გაყიდვების ლაბი აცხადებს ახალი წევრების მიღებას.  

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 15 წელია და გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანია. 2007  წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი").


თუ შენ გინდა იყო მეგობრული გუნდის ნაწილი, სადაც არის:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და სამუშაო გარემო;

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც არის:

  • მიზანდასახული, ვისაც სურს, რომ ჰქონდეს წარმატებული კარიერა;
  • გამბედავი, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისათვის;
  • კომუნიკაბელური, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
     

რა უნდა გააკეთო ჩვენს გუნდში?

  • საფუძვლიანად შეისწავლო სადაზღვევო პროდუქტები;
  • მოიძიო ახალი კლიენტები და შეინარჩუნო მათთან თანამშომლობა;
  • იზრუნო გეგმის შესრულებაზე, ვინაიდან ანაზღაურების ზრდა სრულად შენს შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენთვის ყველაზე მთავარი მიზანია, ვიყოთ სანდო და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი!

როგორ მოხვდეთ ჩვენს გუნდში? - გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty