სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

დასაქმების სააგენტო ეიჩარი - აზერბაიჯანულენოვან კლიენტთა მომსახურების ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 07 ნოემბერი, 2019
ბოლო ვადა 07 დეკემბერი, 2019

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას, აზერბაიჯანულენოვან კლიენტთა მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე.

 ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას, ძირითადად ადამიანური რესურსების სფეროში.
 

საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

  • ვებ-გვერდის მიმართულება, (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი)
  • რეკრუიტინგი, კადრების მოძიება/შერჩევა
  • აუთსტაფინგი.

თუ გსურთ რომ, წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს, თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ. 

ვაკანტური პოზიცია მოიცავს სწავლების პერიოდს 2 კვირის ვადით
 

სამუშაოს აღწერა:

  • სატელეფონო ზარების განხორციელება
  • კონკურენტული ვებ-გვერდების ყოველდღიური მონიტორინგი,
  • არსებული და პოტენციალური კლიენტებთან როგორც სატელეფონო ასევე მეილის მეშვეობით მუდმივი კონტაქტის განხორციელება,
  • ახალი კლიენტების მოძიება,
  • განცხადებების განთავსება,
  • განთავსებული ვაკანსიების გადამოწმება,
  • ყოველდღიური პერსონალურო მონაცემების დროულად გადაცემა მენეჯერისთვის.
     

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);
  • ენების ცოდნა: აზერბაიჯანული (მშობლიური); ქართული (კარგად); რუსული (საშუალო დონე); ინგლისური (საშუალო დონე).


პიროვნული თვისებები:

  • აქტიურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კარგი პრეზენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სირთულეების დაძლევის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმეზე ორიენტირებულობა;


თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესბულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected]  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება 

წარმატებას გისურვებთ!

Message body empty