სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ვეზირი - გაყიდვების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 28 თებერვალი, 2020
ბოლო ვადა 31 მარტი, 2020

შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31/03/2020

ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და მათი გაღრმავება;
  • მომხმარებლის ბიზნეს-პროცესების გაანალიზება და მისთვის ოპტიმალური გადაწყვეტის შეთავაზება.
  • მსოფლიო ბაზარზე დარგის განვითარების ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნება (ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტების შემოტანა და დანერგვა);
  • ორგანიზაციის პროფილის შესაბამისი ახალი პროდუქტების/გადაწყვეტების მოძიება, პორტფოლიოში შეტანა და მარკეტინგის სამსახურთან ერთად მისი მარკეტინგული შეფუთვა;
  • პოტენციური პროექტის მომგებიანობის შეფასება მართვის, მარკეტინგული და ფინანსური თვალსაზრისით;
  • პროექტების ბიუჯეტის განსაზღვრა-ფასების ფორმირება; ოფერის მომზადება, როგორც სატენდერო ასევე არასატენდერო წინადადებებისთვის;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;      

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT, სატელეკომუნიკაციო ან/და უსაფრთხოების სისტემების  გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება,
  • B2B სექტორში  მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება (სპეციალობა შეზღუდული არ არის)
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

უპირატესობად ჩაითვლება: 

უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სისტემებში (ვიდეომეთვალყურეობა, შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები, ხანძრის დეტექციის და ქრობის სისტემები, სატელეფონო და  საკომუნიკაციო ქსელური სისტემები, დაშვების კონტროლი) სტანდარტული გადაწყვეტების მომზადების გამოცდილება

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კრეატიულობა;
  • ბიზნესისა და მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • თვითმოტივაცია/მიზნის მიღწევის ჟინი.
  • პროექტის მენეჯმენტისა და დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სწრაფი და მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზაციის, კომუნკაციისა და ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არღიცხვისა და გაანგარიშების უნარი, ფასებზე მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ;
  • პრობლემის ფართო ხედვის უნარი, საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომა, პრობლემის წინასწარ ხედვის უნარი;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B)
  • კომპიუტერული პროგრამების –  MS Office  გამართული ცოდნა


სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული (გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად) +  საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია
  • სამუშაო გრაფიკი:  5 დღიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 მდე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი  ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად;


მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად)

შეზღუდვები:  კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად,  კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში და ბიზნეს ეთიკის დარღვევაში შემჩნეული პირი;

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV  ელექტრონულ მისამართზე [email protected], ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: გაყიდვების მენეჯერი/Sales Manager)

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

Message body empty