სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იურიდიული - საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი 

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 თებერვალი, 2021
ბოლო ვადა 21 თებერვალი, 2021

პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

5000 ლარი, სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 12 თვე 

ფუნქციები:

  • დეპარტამენტის საქმიანობის (საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო სექტორის ცნობიერების  ამაღლების ხელშეწყობა). ფარგლებში სტრატეგიული ამოცანების, არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და რესურსების სწორად განაწილება;
  • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სიახლეების ინიცირება და ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის უზრუნველყოფა; 
  • დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების ორგანიზება, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება, საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომელთა შეფასება. სამუშაო პროცესში, თანამშრომელთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა და მათთვის შესაბამისი უკუკავშირის  მიცემა;
  • დეპარტამენტში შემოსული ან დეპარტამენტის მიერ მომზადებული კორესპონდენციის განხილვა, ვიზირება ან/და ხელმოწერა;
  • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
  • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, გარე მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია; 
  • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;
  • დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგების, გადაწყვეტის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის ან/და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებების წარდგენა;
  • თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე ზრუნვა. დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე შუამდგომლობის გაწევა;
  • თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა. მათი წახალისების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ან/და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებების წარდგენა;
  • დეპარტამენტის თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ან/და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებების წარდგენა;
  • ზედა რგოლის მენეჯმენტსა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; - დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგი და დამატებით საჭიროების თაობაზე შესაბამისი პირისათვის მიმართვა;
  • დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, არანაკლებ 6 თვეში ერთხელ სახელმწიფო ინსპექტორის ან/და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშის წარდგენა;
  • დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავების უზრუნველყოფა;
  • სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის დეპარტამენტის  მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების,  ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის ხელთ არსებული საჭირო მონაცემების საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულებითა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
  • სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შეთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება. 

მოთხოვნები: 

  • ბაკალავრი
  • 5 წელი სამუშაო გამოცდილება  
  • სამართალმცოდნე 

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონისაჯარო სამსახურის შესახებ“;საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს კანონისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონიპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის No2 ბრძანებაპერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს კანონისაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულება.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

  • Microsoft Office Word
  • Microsoft Office Excel 
  • Microsoft Office Outlook 
  • Microsoft Office PowerPoint 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • . თბილისი, ნატო ვაჩნაძის . N7 242 1000 შიდა (111)
  • თამარ სარაჯიშვილი 

დამატებითი მოთხოვნები:

  • იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
  • უცხო ენის ცოდნა (წერითი უნარები, მეტყველება) - B2 დონე. 

სასურველია:

  • მაგისტრის ხარისხი;
  • პროფესიულ ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:

ესმის სამსახურის მისია, პროფესიული ეთიკა და საზოგადოებრივი სარგებელი;
მართავს თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით;
ქმნის სამუშაოს შესრულების სტანდარტებს და სწორად ანაწილებს პრიორიტეტებს;
ავითარებს ორგანიზაციულ კულტურას; 
ფლობს სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარს;
აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი;
აქვს სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ფლობს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარებს;
აქვს საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
აქვს ცვლილებების/ სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
ფლობს პროექტების მართვის უნარს;
აქვს დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
აქვს თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ფლობს მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარს; • ფლობს გუნდის განვითარების უნარს;
აქვს პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
ორიენტირებულია შედეგებზე და აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატმა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: 

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ) (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის
    შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
  • ქართულ ენაზე შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა. სამოტივაციო წერილი ასევე უნდა შეიცავდეს ვაკანტურ თანამდებობაზე მისი საქმიანობის სამომავლო ხედვასა და არგუმენტაციას;
  • რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს 1 (ერთი) რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • გასაუბრებაზე გადასული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარმოუდგინოს მის მიერ განაცხადში მითითებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ შესაბამის სფეროში დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ;

კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

წერითი დავალება შედგება ერთი დავალებისგან, წერითი დავალების შესრულების დროა 2 საათი, დავალება შეფასდება 10 ბალიანი სისტემით,
გამსვლელი ქულაა - 7.

გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება მოხდება ქულათა სისტემით.

მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.

კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კანდიდატებს ეცნობებათ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა  საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა
  • წერითი დავალება
  • გასაუბრება 
Message body empty