სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Digitron - ბიზნეს ანალიტიკოსი - სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 28 მაისი, 2021
ბოლო ვადა 07 ივნისი, 2021

კომპანია Digitron აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდში.

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე. ბალანსი შექმნილია საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ექსპერტიზით.

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი;

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00;

ფუნქცია/მოვალეობები:

  • სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • ონლაინ ჩათის მეშვეობით მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პროაქტიულად მხარდაჭერა;
  • გადაწყვეტის გზების მოფიქრება, საჭიროების შემთხვევაში პროგრამისტებისა და ანალიტიკოსების გუნდთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა;
  • გადაწყვეტის გზების ტესტირება პროგრამა ბალანსში;
  • გადაწყვეტის გზების, ალტერნატივების შეთავაზება მომხმარებლისთვის და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის ჩატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში მენეჯერთან საკითხის წარდგენა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
  • სააღრიცხვო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მხარდაჭერის კუთხით;
  • სასურველია CS(Customer support/service)-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენისა და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე [email protected]. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ბიზნეს ანალიტიკოსი - სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 07.06.2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე.

აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა.

მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

Message body empty