მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი) ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
• თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
• სალიზინგო პორტფელის დამუშავება, ინფორმაციის შეკრება და ხარისხობრივი ანალიზი, დინამიკაზე დაკვირვება
• პორტფელის ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა
• IFRS 9 მეთოდოლოგიით პორტფელის რეზერვის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება
• სხვა საბალანსო მუხლების რეზერვის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება
• ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება რისკიანობის დაგეგმვის მიმართულებით
• თიბისი ბანკთან და სხვა ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა
• სხვა მონაცემების ექსელში დამუშავება და ანალიზი, საჭიროების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ფინანსების ან რისკების მართვის მიმართულებით
• საერთაშორისო სტანდარტის IFRS 9 პრინციპების და გამოყენების ცოდნა
• სერტიფიცირება რისკების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
• ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო ან პორტფელურ რისკებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
• ინგლისური ენის ცოდნა
• Microsoft Office (Excel - მაღალ დონეზე ცოდნა, სხვა საოფისე პროგრამები სტანდარტულად)
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
• დროის მართვის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• გადაწყვეტილების მიღების უნარი
• ანალიტიკური აზროვნება
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.