სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

PMAG - ასოციაციის მდივნის პოზიციაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 06 ივლისი, 2021
ბოლო ვადა 16 ივლისი, 2021

სამუშაო აღწერილობა:

  1. თანამდებობის სახელწოდება - ასოციაციის მდივანი

  2. თანამდებობის შემოღების ვადა (დროებითი, მუდმივი). თუ დროებითია მიეთითება ვადა - მუდმივი (გამოსაცდელი ვადა არაუმეტეს 6 თვე)

  3. ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში თანამდებობის როლი - ორგანიზაციის მიზანია ორგანიზაციის წევრებს, მართვის ორგანოებსა და მართვის ორგანოების წევრებს შორის ჩამოყალიბდეს კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმი, მიღებული გადაწყვეტილებები აღირიცხოს სათანადოდ, იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი პირებისთვის (წევრები, მართვის ორგანოები, თანამშრომლები) და შესრულდეს. ასოციაციის მდივნის როლი მნიშვნელოვანია ასოციაციის გადაწყვეტილებების რეგულაციებთან შესაბამისობის, სისტემატიზაციისა და მიღების/შესრულების უზრუნველყოფის საკითხებში

  4. თანამდებობის ფუნქციები:
    • გამგეობისა და საერთო კრების სხდომების ორგანიზება;
    • სხდომათა შედეგების (მართვის ორგანოების გადაწყვეტილებები, ოქმები) სათანადოდ დაფიქსირება/დოკუმენტირება/აღრიცხვა;
    • მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების/ოქმების შენახვის ორგანიზება და დროულად გაცნობა შემსრულებლებისთვის და შესაბამისი რეგულაციებით გათვალისწინებულ ასოციაციასთან დაკავშირებულ პირებთან (წევრი, გამგეობა, შესაბამისი თანამშრომელი);
    • საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა და საჯარო რეესტრთან ნებისმიერი სახის ურთიერთობაში მონაწილეობა;
    • დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში), მათი ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსების პროცესის ხელმძღვანელობა, ვებ-გვერდის მართვაზე პასუხისმგებელი სპეციალისტისთვის სწორი დავალების მიცემა;
    • ასოციაციის წევრთა რეესტრის წარმოება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
    • მართვის ორანოების მარეგულირებელი შიდა რეგულაციებით დადგენილი პროცედურების დაცვა და ამ პროცედურებთან დაკავშირებით განმარატებების გაცემა ასოციაციის მმართველი გუნდისა და წევრებისთვის;
    • მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის ანგარიშების მომზადება;
    • თანამდებობის როლთან დაკავშირებით ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

  5. გამგეობის თავმჯდომარესთან

  6. საქმიანობის მარეგულირებელი ორგანიზაციის რეგულაციები და საკანონმდებლო აქტები - სამოქალაქო კოდექსი (კარი პირველი - თავი მეორე), ასოციაციის წესდება, მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების მიღების მარეგულირებელი ასოციაციის შიდა რეგულაციები

  7. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი), სასურველია კორპორაციული მდივნის სამუშაო გამოცდილება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: [email protected]ზე,16 ივლისამდე,  გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ასოციციის მდივანი".

Message body empty