სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება მაგნიტში

დეპარტამენტი ფინანსური დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 28 თებერვალი, 2023
ბოლო ვადა 31 მარტი, 2023

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“  300-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს სტაჟრებას   ფინანსურ დეპარტამენტში თბილისში:

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ჩართულობა ფინანსური რეპორტების მომზადებაში
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
  • დოკუმენტაციის ადმინისტრირება


მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - სავალდებულოა
  • უცხო ენის ცოდნა - სასურველია


ჩვენ გთავაზობთ:

  • წამყვან კომპანიაში, გამოცდილ ფინანსურ გუნდში მუშაობის გამოცდილებას
  • პოზიტიურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
  • ინოვაციური იდეების განხორციელების შესაძლებლობას


სამუშაო განაკვეთი: სრული 5/2  10:00 – 19:00

ანაზღაურება: NET 500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: [email protected] 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Message body empty