დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
12 ივნისი, 2019
ბოლო ვადა
24 ივნისი, 2019
ACTOgroup აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა;
- პროდუქტის რეალიზების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგების ანალიზი, რეაგირების სწორი ფორმების განსაზღვრა და განხორციელება, მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
- მიზნობრივი კლიენტების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე პროდუქტების დახვეწა-განვითარება;
- პოზიციონირების სტრატეგიის (იმიჯის მართვის პოლიტიკის) შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
- მარკეტინგული სტრატეგიის ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ამაღლების რეკომენდაციების შემუშავებაში
- სარეკლამო საშუალებების ეფექტურობის შეფასება/ოპტიმიზაცია
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა
- კომპიუტერულ პროგრამებში – Excel, Word და PowerPoint მუშაობის გამოცდილება; მათი მაღალ დონეზე ფლობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და “subject”-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 ივნისი
გისურვებთ წარმატებას!