სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი - სტაჟირება კომერციულ დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 აგვისტო, 2019
ბოლო ვადა 01 სექტემბერი, 2019

სტაჟირების პროგრამა კომერციულ დეპარტამენტში განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში წამყვან მაღაზიათა ქსელ ორ ნაბიჯში გამოცდილების მიღება. ამ ეტაპზე ჩვენ ვფლობთ  170-მდე მაღაზიას თბილისსა და რეგიონებში, მიმდინარე წელს კი იგეგმება ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თუ:

  • გაქვს მცირედი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (საბანკო, სადაზღვევო)
  • იცნობ ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს
  • ხარ მოტივირებული, ენერგიული, მიზანდასახული, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი
  • ფლობ მოლაპარაკებების წარმართვისა და ანალიტიკურ უნარებს
  • შეგიძლია დეტალებზე ორიენტაცია
     

და გაინტერესებს:

  • საცალო გაყიდვების სფეროს საქმიანობა
  • სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და სამომვალო ტენდენციების პროგნოზირება
  • პროდუქტების ფასწარმოქმნის და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა
  • კატეგორიის და პოზიციების მომგებიანობის  ანალიზი
  • კომერციულ საქმიანობაში გამოცდილების მიღება  და გაღრმავება
     

მაშინ ჩვენი სტაჟირების პროგრაამა სწორედ შენთვისაა! და რაც მნიშვნელოვანია - სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებ საქმიანობა გააგრძელო ჩვენთან კომერციულ დეპარტამენტში

დამატებითი ინფორმაცია:

  • ლოკაცია: ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ.#39/41
  • სტაჟირების საათები: 10:00 – 19:00 საათი
  • ანაზღაურება - 900 ლარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი - კომერციულ დეპარტამენტში 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 აგვისტო, 2019 წელი

 

Message body empty