სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ახალგაზრდა ადვოკატები - იურისტ-კონსულტანტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 ნოემბერი, 2019
ბოლო ვადა 15 ნოემბერი, 2019

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ (www.barristers.ge) წარმოადგენს იურიდიულ პროფესიაში მოქმედ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი საქმიანობის პლათფორმა ეფუძნება აღმასრულებელ გუნდის პერიოდულ განახლებას კვალიფიციური და პროფესიონალი ახალგაზრდების მეშვეობით. ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლათფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. აღმასრულებელი გუნდის განახლება მუდმივად ეფუძნება ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კონკურსის შედეგებს. შესაბამისად, ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში მოხვედრა თითოეული კანდიდატის გამოწვევაა, რასაც მუდმივად მოწმობს ყოველი კონკურსის დროს რეგისტრირებულ აპლიკანტთა სიმრავლე.

ორგანიზაცია აღმასრულებელი გუნდის ახალი წევრებით შევსების მიზნით, იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე, აცხადებს კონკურს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. შერჩეულ წევრთან/წევრებთან, ხუთი თვის განმავლობაში, გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება.

ორგანიზაცია, როგორც ყოველთვის, შერჩევის პროცესში, ყურადღებას დაუთმობს კანდიდატის ა) განათლებას და ცოდნას, ბ) ანალიტიკურ აზროვნებას, გ) პიროვნულ უნარ-ჩვევებსა და დ) პროფესიულ შესაძლებლობებს.

ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს პროფესიონალიზმზე. ამიტომაც, მოცემულ ეტაპზეც შეარჩევს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიულ და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზსს, საჯარო დებატების კულტურას და გამოცდილებას, კვლევითი საქმიანობის უნარებს, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ექსპერტიზას და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს.

შეარჩევს მხოლოდ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ორგანიზაციის სამუშაო გარემოსთვის დადგენილ წესებს, სტანდარტებს, მიდგომებსა და შესაბამისობაში აღმოჩდებიან ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან. 

ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის წევრის მიმართ წარდგენილი აუცილებელი შერჩევის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

პირველ ეტაპზე, შეფასდება შემოსული აპლიკაცია.

მეორე ეტაპზე ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური Cv–ის ავტორს

მესამე ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების წესით.

ძირითადი ვალდებულებები, რომლიც კანდიდატს ინდივიდუალურად თუ გუნდურად შესრულების დროს მოეთხოვება:

  • ორგანიზაციის სტრატეგიულ სამართალწამოებაში მონაწილეობა;
  • სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ანალიზი;
  • კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება და პრეზენტაცია;
  • ორგანიზაციის კვლევით საქმიანობასა და თემატური მონიტორიგნების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის საპროექტო საქმიანობაში ჩართვა და თანამონაწილეობა;
  • მედიასთან ურთიერთობა, სიახლეების მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
  • რეკომენდაციების, მიმართვების, განცხადებების დამოუკიდებლად მომზადება;
  • ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიებსა და დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა
  • ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენა;
  • ორგანიზაციის სახელით, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
  • უცხოენოვანი მასალის გაცნობა, თარგმნა და ანალიზი.
     

პროფესიული კომპეტენცია, რომლის ცოდნაც მოეთხოვება კანდიდატს:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს სამოქალქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონი;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი;
  • სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონი;
  • საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი;
  • საჯარო რეესტრის შესახებ კანონი.
     

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: 

განათლება:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მიმართულების II, III, IV საფეხურის სტუდენტები.


პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:
 

  • ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიისა და საზოგადოებრივი ფუნქციის სიღმისეული გააზრება;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა, როგორც გუნდთან და ხელმძღვანელთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
  • თავისუფლების მაღალი ხარისხი და პოლიტიკური მიუმხრობლობა;
  • გავლენის ჯგუფებისგან დისტანცირება;
  • კომუნიკაბელობა, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პროფესიული სტრესის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, გულწრფელობის მაღალი ხარისხი;
  • განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
  • კოლეგის განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა;
  • შედეგზე ორიენტირება და ანალიზი;
  • დისციპლინის პატივისცემა და თვითორგანიზება;
  • კრეატიული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

  1. CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი) 


განსაკუთრებული აღნიშვნვა

  1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv  15 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:

[email protected]

  1. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „სტაჟირება“.

ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანდიდატის შერჩევის დროს შემდეგ პირობებს:

  • საერთოდ არ განიხილება არასრულად წარმოდგენილი განცხადებები;
  • გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური Cv–ის ავტორს,
  • არ დავუკავშირდებით კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის დადგენილ წესს.
Message body empty