სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

იმედი L - გახდი სადაზღვევო მრჩეველი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 08 ნოემბერი, 2019
ბოლო ვადა 08 დეკემბერი, 2019

პროექტი - გახდი სადაზღვევო მრჩევL

სს სადაზღვევო კომპანია „იმედი L” სტუდენტებსა და ახალკურსდამთავრებულებს სთავაზობსუნიკალურ პროექტს: სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამას გახდი სადაზღვევო მრჩეველი. პროექტი ხორციელდება იმედი L-ის აკადემიის ეგიდით და მასში მონაწილეობენ სადაზღვევო სფეროს წამყვანი, პრაქტიკოსი მენეჯერები.

 

პროგრამის მიზანია:

პრაქტიკული კურსზე სპეციფიკური ტექნიკების გამოყენებით სტუდენტებმა:

• განავითარონ ეფექტური კომუნიკაციისთვისაუცილებელი უნარ-ჩვევები;
• შეძლო მოლაპარაკების სწორად დაგეგმვა და წარმართვა;
• გამოიმუშავონ ბიზნეს გარემოში წერილობითთუ აუდიტორიის წინაშე ზეპირპრეზენტაციების წარმართვის უნარი;
• დამაჯერებლად წარმოაჩინონ ცოდნა - დამაჯერებლობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ადამიანების დარწმუნებისთვის;
• შეიძინონ უცხო გარემოში სწრაფი ადაპტირებისა და მოქმედების უნარი.
 

თანამედროვე ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებით:

• სწორად განსაზღვრონ საკუთრი მიზანი, მიზნის შესაბამისად აღსრულების გზა, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და აკონტოლონ საკუთარი გეგმა.
 

სტაჟირების ფარგლებში მითითებული საგანმნათლებლო კურსის გავლის საფუძველზე მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს, ხოლო,პარალელურად გეძლევათ საშუალება გამოიმუშავოთ ანაზღაურება კორპორატიული მიმართულებით თქვენ მიერვე მოზიდული პორტფელის შესაბამისად. 

წარმატებულ სუდენტებს კი ექნებათ საშუალება გახდნენ იმედი L-ის თანამშრომლები!

მოკლედ პროექტის შესახებ

პროგრამის პერიოდი შედგება 2 ბლოკისგან. პირველი 6 კვირიანი ბლოკი შეეხება თეორიულ ნაწილს, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები მომხმარებელთა ქცევის ფსიქოლოგიის, ეფექტური კომუნიკაციებისა და სადაზღვევო სფეროს ძირითადი თემების შესახებ.

მომდევნო 6 კვირიანი ბლოკი კი სრულად დაეთმობა პროექტის პრაქტიკულ ნაწილს, რომლის განმავლობაშიც შერჩეულ სტუდენტებს მიეცემათ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობა. პრაქტიკული ნაწილი შეეხება სამუშაო პროცესის ყველა ასპექტს როგორც სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის ფორმების გენერირებას, ასევე უშუალოდ კორპორატიულ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზებასა და გამართვასთან დაკავშირებული საკითხებს.

 

დაინტრესებულ პირებს: 

პირველადი რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ,გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected];  

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პროგრამის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  22 ნოემბერი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty