გამოცხადდა სტაჟირება ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში! აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.
მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა კონკურსში: მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში: კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
საბუთები უნდა გამოიგზავნოს PDF ფორმატში შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected]:
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: