სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ენ ჯი თი ჯგუფი - ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 09 ივლისი, 2021
ბოლო ვადა 19 ივლისი, 2021

„ენ ჯი თი ჯგუფი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების პირობით ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე, სამედიცინო ERP სოფტის განვითარებისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით.

“ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად (IT) სერვისების  კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30- მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.

კომპანია გთავაზობთ საინტერესო სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშავოთ მეგობრულ და მუდმივად ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და კომუნიკაბელური;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • გხიბლავს კომპანიაში არსებული პროცესების ანალიზი და პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიება
  • თუ გაქვს სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • თუ გაქვს კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გაქვს ძლიერი ტექნიკური უნარები.
     

რას გააკეთებ?

  • პარტნიორი კლინიკების პროცესების დეტალური შესწავლა, სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • პროცესუალური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა
  • კლინიკაში არსებული პროცესების ანალიზი, და ამ პროცესების პროგრამულად ასახვა, ინფორმაციული ბაზის მომზადება.
  • სამედიცინო დაწესებულებებში ERP იდეოლოგიის დანერგვისათვის საჭირო საფუძვლის მომზადება.
  • კლინიკის საჭიროებებიდან გამომდინარე ახალი ფუნქციონალების ანალიზი, ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება.
  • დეველოპერებთან კომუნიკაცია, ახალი ფუნქციონალების ტესტირება.
  • გუნდის შიდა და გარე პროცესების დახვეწაზე მუშაობა.
  • ხარვეზების იდენტიფიცირება და მონაწილეობის მიღება პრობლემების მოგვარებაში;
  • კომპეტენციის ფარგლებში დამკვეთის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
  • დოქტრას პროდუქტის სრულყოფილად შესწავლა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] [email protected]  და   სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Message body empty