სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ანაზღაურებადი სტაჟირება საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 სექტემბერი, 2023
ბოლო ვადა 10 სექტემბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
ხანგრძლივობა: 3 თვე
განაკვეთი: არასრული სამუშაო გრაფიკი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ანაზღაურება: 300 ლარი


ძირითადი მოვალეობები:

  • დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
  • შემოსული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება, დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
  • გასული დოკუმენტების სათანადო წესითდამუშავება, გაგზავნა;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის და დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო   პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები);
  • არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება;
  • დოკუმენტაციის დაარქივებისათვის აუცილებელი ღონისძიებების
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენა ( სასურველია B1);


კომპეტენცია და უნარები:

  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 10 სექტემბრისჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Message body empty