სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება ვიცე რექტორის აპარატში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 10 აპრილი, 2019
ბოლო ვადა 19 აპრილი, 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს სტაჟირებას ვიცე რექტორის აპარატში. 

სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის კვლევების განვითარების სამსახურის ასისტირება
  • უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევითი პროექტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
  • მკვლევარებთან და სამეცნიერო ნაშრომების ავტორებთან კომუნიკაცია
  • კომუნიკაცია პირადად და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების შესრულება
     

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უნივერსიტეტ სეუ-ს სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • MS office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
  • აკადემიურ ქართულ ენაზე მაღალ დონის კომუნიკაციის უნარი
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტების ცოდნა
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ ცოდნა
  • სამეცნიერო ნაშრომების შესრულების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
     

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირება

პირობები:

  • სტაჟირების ვადა: 1-დან 3 თვემდე
  • სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკი (ლექციებთან შეთავსებით)
  • სტაჟირების ბოლოს გაიცემა ცნობა და რეკომენდაცია.
     

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე [email protected] ,  სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი ვიცე რექტორის აპარატში“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

სეუ გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty