დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
09 აპრილი, 2019
ბოლო ვადა
19 აპრილი, 2019
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი : სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კვლევების დაგეგმვა და დიზაინი;
- კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება;
- საველე პროცესების წარმართვა და მონიტორინგი;
- კვლევის შედეგების სტატისტიკური დამუშავება;
- კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მომზადდება:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება : ბაკალავრი
- განათლების სფერო: სოციოლოგია, სტატისტიკა, ეკონომიკა, ფსიქოლოგია.
- სამუშაო გამოცდილება : 1 წელი
- ინგლისური ენის ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა : MS office, SPSS
- სასურველია STATA -ს ცოდნა
კომპეტენცია და უნარები:
- პრეზენტაციის უნარი;
- საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მართვა;
- პროექტების მართვის უნარი;
- ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარი;
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა 19 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეათ CV და ინფორმაცია განხორციელებული კვლევის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება..
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge