სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტი

დეპარტამენტი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
გამოცხადების თარიღი 11 მარტი, 2021
ბოლო ვადა 15 მარტი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტი პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო სტუდენტთა დარეგისტრირება სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.emis.seu.edu.ge) : სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების სრულყოფა);
  • დაინტერესებული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • უნივერსიტეტში გარე მობილობით გადმოსვლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია და თანდართული დოკუმენტების მიღება; სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული სასწავლო ბარათის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შედარება/აღიარების შემდეგ, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.emis.seu.edu.ge) მონაცემების ასახვა, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა პროგრამასთან თავსებადობისა და ასაღიარებელი კრედიტების ოდენობასთნ დაკავშირებით;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
  • ენები - ინგლისური ენა - B2;

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები;

  • CV - ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 15 მარტამდე გამოგვივზავნეთ CV   მისამართზე:  hr@seu.edu.ge  გთხოვთ სათაურის ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty