სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია გაიმართა

23 ივნისი, 2021

22 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც SEU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა, ასევე, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც.

კონფერენციები გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიესალმა SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის 1 და საქართველოს 15 უნივერსიტეტებიდან 140-მდე მომხსენებელი.


კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სტუდენტთა ნაშრომები შემდეგი პროგრამებიდან:

  • მედიცინა
  • ჟურნალისტიკა
  • ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • კერძო და სისხლის სამართლის მიმართულება
  • საჯარო სამართალი.

მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა საკითხებზე:

  • როგორ იყენებს რუსეთი მედიას პროპაგანდისტულ იარაღად საქართველოში ჰიბრიდული ომის საწარმოებლად
  • თანამედროვე ქართველი მესვეტეები
  • არასრულფასოვნების კომპლექსი-პრობლემები და გამოწვევები
  • ევროპავშირის მიგრაციის პოლიტიკა
  • ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე
  • ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა
  • დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა საქართველოში და სხვა.
Message body empty