სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

30 ივნისი, 2021

სეუ-მ მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო გრანტი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება საკონსტიტუციო კონტროლისა და სამართალწარმოებისა სფეროში სამეცნიერო კვლევის საფუძველზე შექმნილი კომპლექსური ნაშრომის გამოცემა.

რუსთაველის ეროვნული ფონდის გარდა, სეუ-ს აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამა და საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ნაშრომი მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ასევე, ამ სფეროში მოღვაწე ლექტორებისთვის, მეცნიერთათვის და პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საკონსტიტუციო სამართალწარმოებით. მასალა დამუშავდება იმგვარად, რომ ლექტორები შეძლებენ მის მიხედვით კურსის წარმართვას და სწავლებას, რადგან აღნიშნულ სფეროში საგანმანათლებლო/პრაქტიკული კურსის წაყვანისთვის ჯერჯერობით არ არსებობს შესაბამისი სახელძმვანელო.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან პროფესორები - ანა ფირცხალაშვილი, ბესიკ ლოლაძე და ზურაბ მაჭარაძე.

საგამომცემლო პროექტის კოორდინატორია სეუ-ს პროექტების მართვის მენეჯერი - ნათია გუგუნაშვილი.

Message body empty