სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ს სტუდენტები შვეიცარიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ

08 ივლისი, 2021

7 ივლისს, საზაფხულო სკოლით, Summer School Days - ით დასრულდა „შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტი Movetia, რომელშიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2020 წლის ოქტომბრიდან არის ჩართული სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად: შვეიცარიიდან, უკრაინიდან და ალბანეთიდან.

შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა: მარიამ ესიაშვილმა, ნათია არჯევანიძემ, ანი ცირეკიძემ, მარიამ ზარიძემ და გიორგი ხაჟომიამ წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს გააცნეს საქართველოში არსებული სოციალური გამოწვევები და სოციალური მუშაობის პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტის პირველ ეტაპზე შემუშავებული ერთობლივი სასწავლო პროგრამის: „ადამიანის უფლებები, სოციალური გამოწვევები და სოციალური მუშაობა“ განხორციელებაში ჩართული იყვნენ ლექტორები პროექტში მონაწილე 4 ქვეყნის უნივერსიტეტიდან. საქართველოს მხრიდან სალექციო კურსს უძღვებოდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორები მახარე მერებაშვილი და ნათია გუგუნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობდა ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი.