სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გამოიცა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“

14 ივლისი, 2021

გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“-ს პირველი ნომერი. ჟურნალი ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და მასში გამოცემულ თოთოეულ სამეცნიერო სტატიას მინიჭებული ექნება  უნიკალური კოდი - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI). ჟურნალი ორენოვანია და გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

ჟურნალის პირველ გამოცემაში შესულია შემდეგი ნაშრომები:

  • სესილი ქადარია - მომხმარებლის სახელშეკრულებო დაცვის ფარგლები ევროდირექტივასა და საქართველოს სამართლებრივ სივრცეში
  • ნათია ქაშიბაძე - ევროკავშირის N2008/48/EC დირექტივის იმპლემენტაციისას წარმოშობილი პრობლემატიკა
  • ნათია მახათაძე - ზოგიერთი სამოქალაქო საპროცესო მოქმედების გავლენა სახელშეკრულებო მოთხოვნათა სასარჩელო ხანდაზმულობაზე
  • პაატა შურღაია - მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ დაბეგვრის ასპექტები და მისი გავლენა საქართველოს ბიზნეს-გარემოზე
  • ლევან ლაზვიაშვილი - თანამედროვე მიდგომები სამეწარმეო საქმიანობის მარკეტინგში
  • იანა ოხრიმენკო, ანასტასია მენშიკოვა - განათლების სისტემების ჰეტეროგენურობა და უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მოდელი - ევროპული პერსპექტივა
  • ნათია გუგუნაშვილი - აგენტიფიკაცია საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში
  • მარინა გორდელაძე, გიორგი მოლოდინი - რა არის „სტრატეგიული კომუნიკაციები?“
  • მარიამ ადამაშვილი - ციანიდის საქმე ქართულ მედიაში
  • თინათინ ზაქარაშვილი - თანამედროვე ქართული მედიის ენა და მეტყველების კულტურა
  • ქრისტინე მაჭარაშვილი, გოჩა მიქაუტაძე - რუსეთის ენერგეტიკული ექსპანსიონიზმი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“- ის მაგალითზე ევროკავშირში

სტატიების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1875

Message body empty