სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

წიგნის პრეზენტაცია - „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება“

01 ოქტომბერი, 2021

30 სექტემბერს, SEU-მ უმასპინძლა - წიგნის „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება“ პრეზენტაციას. ნაშრომის ავტორები არიან ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე და ანა ფირცხალაშვილი.

ნაშრომი გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო გრანტის ფარგლებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სასამართლოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები,  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი, სახალხო დამცველის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელმა და რექტორმა გია კავთელიშვილმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ, "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ და სახელმძღვანელოს ავტორებმა.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

წიგნი განკუთვნილია სამართლის სტუდენტებისთვის, სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთათვის, მეცნიერებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

ნაშრომი მიზნად ისახავს, სისტემურად წარმოაჩინოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ძირითადი საკითხები.

Message body empty