სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ვიცე-რექტორი ოფიციალური ვიზიტით ბერლინისა და ბრანდენბურგის უნივერსიტეტს ეწვია

20 ოქტომბერი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბერლინისა და ბრანდენბურგის უნივერსიტეტს - bbw University of Applied Sciences ეწვია.

ქ-ნ ანას  სამუშაო შეხვედრა ჰქონდა bbw უნივერსიტეტის დამაარსებელი ფონდის - bbw gruppe ხელმძვანელთან საშა ფლემინთცთან, bbw University - ის კანცლერთან ურსულა შვილთან,

ვიცე - რექტორ უვე კაშკასთან და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ტანია მანსფელდთან.


შეხვედრის ფარგლებში, შეთანხმება შედგა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

  • მომავალი სემესტრიდან SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის, ტურიზმისა და განათლების ადმინისტრირების სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სასურველი კურსები და 1 სემესტრის განმავლობაში ისწავლონბერლინისა და ბრანდენბურგის უნივერსიტეტში, მოპოვებული კრედიტები კი იქნება SEU-ში აღიარებული.
  • დაიგეგმა პროფესორების მობილობა, ინსტიტუციებს შორის.
  • ასევე შეთანხმდა რომ, მხარეები მუშაობას იწყებენბიზნეს ადმინისტრირების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე.
  • გარდა ამისა, შეთანხმდა, რომbbw იმუშავებს სტარტაპ/ბიზნეს ლაბის აპრობირებული გერმანული მოდელის SEU-ში დანერგვაზე.

აღსანიშნავია, SEU-სა და bbw უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და იგი საკმაოდ სწრაფად და ნაყოფიერად ვითარდება. 

Message body empty