სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში,  ბრაგანცას უნივერსიტეტში

25 ოქტომბერი, 2021

ვაცხადებთ მიღებას გაცვლით პროგრამაზე ბრაგანცას უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრისთვის, სასწავლო პროცესი 2022 წლის  თებერვლიდან 2022 წლის  ივლისამდე გაგრძელდება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა - 15/11/2021.

SEU-სა და ბრაგანცას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან მასპინძელ უნივერსიტეტში.

გთხოვთ იხილოთ მათი ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი:  http://www.ipb.pt/go/d762

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • ელექტრონული აპლიკაცია
  • პასპორტის ასლი
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • სარეკომენდაციო წერილი


შერჩევის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე: https://www.seu.edu.ge/ka/1518/

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს  iro@seu.edu.ge.

ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Bragança) პორტუგალიის წამყვანი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია რომელიც 8000 სტუდენტს და 500-მდე მკვლევარს, მეცნიერს და პროფესორს აერთიანებს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია საშუალება აქვთ 1 ან 2  სემესტრი ისწავლონ ბრაგანცაში.