სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ვიცე-რექტორი სანტ გალენს ესტუმრა

29 ოქტომბერი, 2021

25-29 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო -კვლევითი მიმართულებით -  ანა ფირცხალაშვილი აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის მოწვევით და შვეიცარიის საერთაშორისო მობილობის პროექტის (MOVETIA) ფარგლებში,  სანტ გალენს ესტუმრა.

მას უმასპინძლეს აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის ვიცე- რექტორმა - ივონ გასმანმა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა - ნადია ბაგდადიმ, სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელმა -  სტივ შთილერმა და პროფესორმა -  შტეფან შლენქერმა. 

ბილატერალური პარტნიორობის ფარგლებში განხილული იქნა ახალი, ერთობლივი კვლევითი პროექტები SEU-ს და აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით. მას ასევე სამუშაო შეხვედრა ჰქონდა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ -  შტეფან კოგრეთერთან და უნივერსიტეტის მკვლევრებთან.

გარდა ამისა, ანა ფირცხალაშვილი მოხსნებით წარსდგა უნივერსიტეტის პროფესორების წინაშე. მან ასევე ჩაატარა საჯარო ლექცია აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, მხარეებს შორის ბილატერალურ ხელშეკრულება გაფორმდება.  ასევე დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში.

Message body empty