სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ფილიალი უზბეკეთში

10 ნოემბერი, 2021

2021 წლის 2- 5 ნოემბერს, SEU-ს დელეგაცია რექტორის გია კავთელიშვილის, აკადემიური მიმართულებით ვიცე-რექტორის გიორგი ღავთაძისა და რესურსებისა და ფინანსების მიმართულებით ვიცე-რექტორის ლევან კალანდარიშვილის შემადგენლობით, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სადაც SEU გეგმავს ფილიალის გახსნას და უკვე 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას.

ფილიალის გახსნის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში SEU-ს დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა უზბეკეთის უმაღლესი და საშუალო სპეციალიზებული განათლების მინისტრის მოადგილესთან ბატონ რაჰიმ ჰაკიმოვთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან ბატონ შუხრატ ურუნბაევთან.

SEU-ს დელეგაცია, ასევე, შეხვდა უზბეკეთის განათლების ხარისხის ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს ბატონ ულუგბეკ ტაშკენბაევსა და ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორატის უფროსს ბატონ ასლიდდინ ოდილოვს.

შეხვედრაზე მასპინძლებმა ისაუბრეს უზბეკეთში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების შესახებ, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების სფეროში წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების მოზიდვა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა SEU-ს ფილიალის გახსნის საკანონმდებლო ასპექტები და შევთანხმდით, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უზბეკური მხარე მაქსიმალურ მხარდაჭერას გაგვიწევს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

თავის მხრივ, SEU-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკურ მხარეს გამოთქმული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა სრული მზადყოფნა ამ პროექტის განხორციელებისთვის უზბეკეთის პარალელურად იგეგმება SEU-ს ფილიალების გახსნა უკრაინასა და პოლონეთში.

Message body empty