სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და UC Berkeley-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ნოემბერი, 2021

ძალიან მაგარი სიახლე ჩვენი სტუდენტებისთვის! დღეიდან SEU-ს სტუდენტებს აქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა, სემესტრი ბერკლის კამპუსში გაატარონ და ცოდნასთან ერთად საუკეთესო გამოცდილება დააგროვონ.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და UC Berkeley-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

SEU ბერკლის ერთადერთი პარტნიორია საქართველოში და ამ პარტნიორობის ფარგლებში SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი სემესტრი ისწავლონ უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში მათთვის სასურველ პროგრამაზე.

კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი, დაარსდა 1868 წელს და ის მსოფლიო რეიტინგის უპირობო ლიდერია უნივერსიტეტებს შორის. ბერკლიში 350-ზე მეტი პროგრამა ისწავლება და მსოფლიოში ყველაზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, ვინც ნობელის პრემიის მფლობელი გახდა.

Message body empty