სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ BDO-ს წარმომადგენლებთან ვებინარს უმასპინძლა

12 ნოემბერი, 2021

11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ვებინარი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კომპანიის მისია, მიზნები, სამომავლო გეგმები და წარმოდგენილი იქნა დასაქმებისა და სტაჟირებების შესაძლებლობები.

შეხვედრას გაუძღვნენ სპიკერები:

  • თამარ ციცქიშვილი - HR მენეჯერი;
  • გიორგი ყეინაშვილი - ჯგუფის ხელმძღვანელი, აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება.

შეხვედრის ბოლოს კომპანია BDO-ს მიერ ჩატარდა ქუიზი,  რომლის გამარჯვებულიც გახდა საქართველოს ეროვნული უნივერტსიტეტი SEU-ს ფინანსების პროგრამის სტუდენტი - ეკატერინე ვაშაგაშვილი, რომელსაც ჯილდოს სახით BDO აკადემია დაუფინანსებს ACCA-ის (გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია) გამოცდის საფასურს.

Message body empty