სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან

26 ნოემბერი, 2021

25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა SEU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ  დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის დეკანები, პროგრამის ხელმძღვანელები და ვიცე-რექტორები.

შეხვედრის ფარგლებში, ინსტიტუციური განვითარების მრჩეველმა - ლუკა კავთელიშვილმა და სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა - დავით ყიფიანმა ისაუბრეს წლიურ ანგარიშებსა და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის სამომავლო სტრატეგიულ გეგმაზე, განვითარების შესაძლებლობებსა და ახალ ინიციატივებზე.