სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობა SEU-ში

17 იანვარი, 2022

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge  რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 28 იანვრიდან - 2022 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე SEU-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადებს გაცნობებთ დამატებით. 

SEU-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

 ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.