სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პუბლიკაციის  "გზამკვლევი აკადემიურ წერაში" პრეზენტაცია

06 მაისი, 2022

5 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ პუბლიკაციის:  "გზამკვლევი აკადემიურ წერაში" პრეზენტაციას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები სამაგისტრო ნაშრომის შედგენის მეთოდოლოგიასა და აკადემიური წერის სტანდარტებზე.

ნაშრომი მომზადებულია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტის ფარგლებში. ასოცირებული პროფესორის - ინა შანავას მიერ  კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა აკადემიურ წერასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები.

SEU-ს სტუდენტებმა საჩუქრად გზამკვლევის ბეჭდური ვერსია მიიღეს.

ღონისძიება ჩატარდა SEU-ს ახალ კამპუსში.