სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გამოიცა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ მესამე ნომერი

10 მაისი, 2022

გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ მესამე ნომერი.

ჟურნალი ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და მასში გამოცემულ თითოეულ სამეცნიერო სტატიას მინიჭებული აქვს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI). ჟურნალი ორენოვანია და გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

ჟურნალის მესამე გამოცემა მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე.“

ჟურნალის მესამე გამოცემაში შესულია შემდეგი ნაშრომები:

  • მარტინ დალი, კაროლ სტრზალა, კატარზინა მარტონ-გადო-თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ევროპის მწვანე შეთანხმების სტრატეგიის განხორციელებაში;
  • გიორგი რაზმაძე-ინვაირონმენტალისტური კინო და სამართლიანი საზოგადოების პრინციპები;
  • კაროლ იენე -ევროპის მწვანე შეთანხმების სტრატეგია და დასაქმების შესაძლებლობები;
  • ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე, ელენე ფანცხავა, თამარ კანაშვილი-ევროპის „მწვანე შეთანხმება“ და მისი გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორზე;
  • გიორგი ხარშილაძე - საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები, პერსპექტივა და ზეგავლენის ზოგიერთი გამოვლინებანი ევროპის „მწვანე შეთანხმების“ პირობებში;
  • ანასტასია მენშიკოვა, ირინა ბურჩენკო - ევროპის მწვანე შეთანხმება - ღრმა კოგნიტური ილუზიის ჭრილში დანახული ახალგაზრდობის ეკო-ცნობიერება;
  • ქეთევან ლატარია, ნათია ხაზარაძე-მოსახლეობის მიერ ბიო-პროდუქტების გამოყენების ანალიზი ზუგდიდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მაგალითზე.

ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1892

 

Message body empty