სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს განცხადება

06 ოქტომბერი, 2022

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ- ყოფილი სტუდენტის, თამარ ლომიძის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, განვმარტავთ:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ- ეთიკის კომისიის მიერ თამარ ლომიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და უნივერსიტეტის რეგულაციებს.

თამარ ლომიძის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის ცალმხრივი და არაობიექტური, არ შეესაბამება მიმდინარე საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არსებულ მტკიცებულებებს. სტუდენტმა თავად დაადასტურა კომისიის წინაშე, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული საქმიანი რეპუტაციის შემლახავი საჯარო პოსტი იყოპერსონიფიცირებადი და იდენტიფიცირებადი“, რაც გახდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია იყო დროული და საშუალებას აძლევდა სტუდენტ თამარ ლომიძეს, სემესტრის დაკარგვის გარეშე, ესარგებლა არა ორი, არამედ სამი სემესტრის განმავლობაში მობილობის უფლებით, რამაც მას მისცა შესაძლებლობა, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს სწავლა და კანონით დადგენილ ვადებში დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა.

Message body empty