სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU აცხადებს კონკურსს რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე უროლოგიაში

27 ნოემბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს კონკურსს რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე უროლოგიაში - 3 ადგილი.

  • პროგრამის ხელმძღვანელი: დავით ნიკოლეიშვილი;
  • კლინიკური ბაზა: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი.

რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:

  • საბუთების მიღება: 27.11 – 07.12.2023
  • კონკურსი ტარდება ორ ეტაპად (წერითი გამოცდა ინგლისურ ენასა და სპეციალობაში; გასაუბრება - ინგლისურ ენაზე): 11.12.2023
  • აპელაცია: 12-13.12.2023
  • საბოლოო შედეგების გამოცხადება: 14.12.2023

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა, ან შესაბამისი ცნობა.
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  • ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4
  • განცხადება რექტორის სახელზე
  • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) (ასეთის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტი თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს რეზიდენტურის დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 

ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-2 სართული, მედიცინის ფაკულტეტი. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 – 101 (შიდა)

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.seu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty