სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

 ვაკანსია იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე SEU-ში

05 მარტი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. წინანდლის ქ.  N 9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები: 

  • უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების პროექტების მომზადება და/ან აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნების მომზადება, საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ხელშეკრულებების ან სხვა შეთანხმებების შემუშავებაში მონაწილეობა ან მომზადება, სამართლებრივი გამართვა და დადების პროცესის ორგანიზება/მონაწილეობა;
  • დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმებების პირობების შესაძლო დარღვევების ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
  • უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • სტუდენტთა ან/და პერსონალის საჩივრების განხილვა/განხილვებში მონაწილეობა;
  • სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და კონსულტირება;
  • უნივერსიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა და მისი წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (მაგისტრი/ მაგისტრთან გათანაბრებული);
  • უცხო ენა - ინგლისური B2;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; 
  • არგუმენტირებისდა დარწმუნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწავლასა და თვითგანვითარებაზე ორინტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დარწმუნების უნარი; 
  • გუნდის მოტივირების უნარი.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 

განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

  1.რეზიუმე / CV  - ქართულ და ინგლისურ ენებზე ;
  2.სამოტივაციო წერილი - ქართულ ენაზე.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მარტი.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

Message body empty