სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვაკანსია ხარისხის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე SEU-ში

05 მარტი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის განვითარების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი.  წინანდლის ქ. N 9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • სწავლება-სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.
  • ლექციების, სემინარების, ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციებისა და სხვა სახის აქტივობების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება. ძირითადი მიგნებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით.
  • საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურული ანალიზი პროგრამის ხელმძღვანელების ჩართულობით. ანგარიშის მომზადება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის წარდგენა
  • საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასების პროცესის უზრუნველყოფა პროგრამის ხელმძღვანელების ჩართულობით.
  • ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ტრენინგების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება/ჩატარება.
  • საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების სილაბუსებისა და სხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტების ფორმების შემუშავება.
  • გამოკითხვებიდან, შეფასებებიდან და თვითშეფასებიდან გამომდინარე რეკომენდაციების მომზადება.
  • უნივერსიტეტის თვითშეფასების პროცესის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება - არანაკლებ მაგისტრი / მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • უცხო ენა: ინგლისური B2 ;
  • უმაღლესი განათლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზისა და გამოსავლის მოძებნის უნარი
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

  1.რეზიუმე / CV  - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  2.სამოტივაციო წერილი -  ქართულ ენაზე.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მარტი.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

Message body empty