სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

08 აპრილი, 2021

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო  პროექტების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.

დაიგეგმება ერთობლივი კვლევები და ხელი შეეწყობა პროფესიული რესურსის შექმნა-გავრცელებას.

პარტნიორობის ფარგლებში, გამოვლინდებაწლის საუკეთესო დირექტორიდა დაიგეგმება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე მიმართული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო დირექტორისკონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2020 წელს დაარსდა.

Message body empty