სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ნათია გუგუნაშვილი

ნათია გუგუნაშვილი

2020 წლის აგვისტოდან ნათია გუგუნაშვილი შემოუერთდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს გუნდს. იგი არის პროექტების მართვის მენეჯერი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით.

ნათია გუგუნაშვილს 2019 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ეროვნულ და საერთაშორისო ადმინისტრირებასა და პოლიტიკაში პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ. 2017 წელს ის მუშაობდა პოტსდამის უნივერსიტეტში სამეცნიერო ასისტენტად. 2016 წელს კიოლნის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. 2015 წელს ნათია გუგუნაშვილი სწავლობდა გრენობლის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში. 2014 წელს მას გადაეცა „დეკანის ჯილდო“ კიოლნის უნივერსიტეტის მიერ სწავლაში მიღწეული მაღალი აკადემიური შედეგებისთვის. ნათია გუგუნაშვილი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.

პროექტები/კონფერენციები/სტიპენდიები:

  • 2020 წლის დეკემბრიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ - ის პროგრამის "მიგრაცია და დიასპორა" მონაწილე;
  • 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე - MOVETIA „შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდი. ადამიანის უფლებების, სოციალური გამოწვევებისა და სოციალური მუშაობის“ სწავლებისა და კვლევითი პროექტი. ასისტენტი, მოწვეული ლექტორი;
  • 2015 - 2016 DAAD-ის სტიპენდიანტი;
  • 01.2015 - 05.2015 ერასმუს + სასწავლო გრანტის მფლობელი;
  • 12.2013 კონფერენცია „გაეროს მოდელირება“ ჰამბურგის უნივერსიტეტში, მონაწილე;
  • 07.2013 კონფერენცია „ევროკავშირის მოდელირება“ მაინცის უნივერსიტეტში, მონაწილე.
Message body empty