სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თეიმურაზ გვენეტაძე

თეიმურაზ გვენეტაძე

2009 წლიდან დასაქმებული იყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური ინსპექტორის, 2010-2018 წლებში კი საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე.

მას გავლილი აქვს ტრენინგები შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, სამუშაო ადგილების უსაფრთხოებისა და რისკების შეფასება-კონტროლის, საერთაშორისო შრომითი სტანდარტების, შრომითი დავებისა და მედიაციის, კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ.

თეიმურაზ გვენეტაძეს აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფკავშირული ორგანაიზინგის, კომპანიის ადმინისტრაციებთან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ხელშეწყობის, სახელმწიფო მედიაციის გზით შრომითი დავების გადაჭრის ხელშეწყობისა და დასაქმებულებთან მუდმივი საინფორმაციო (სემინარული ტიპის შეკრებები შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით) სახის შეხვედრების ორგანიზება-ჩატარების განხორციელებაში.

Message body empty