დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. ფლობს სს სიცოცხლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (ნეირომეცნიერება) (Summa cum Laude).
სადოქტორო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში (იტალია). მას აქვს როგორც პრაქტიკოსი ექიმი-ნევროლოგის, ასევე, აკადემიური საქმიანობისა და ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენერობის საერთაშორისო კურსები როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. არის საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების თანაავტორი. თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან პროექტების დაგეგმვის, მენეჯმენტისა და კოორდინაციის მიმართულებით.