სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ანდრეა აპოლონი

ანდრეა აპოლონი

დოქტორი ანდრეა აპოლონი რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის ოპერაციული მართვისა და მდგრადი განვითარების საქმის ასოცირებული პროფესორია. ის ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია. ანდრეა აპოლონი ბრიტანეთის ქრენფილდის უნივერსიტეტის მუდმივი მიწვეული მეცნიერი და იტალიის სამეცნიერო საბჭოს წევრ-კორესპონდენტია.

დოქტორი ანდრეა აპოლონი SEU-ს მოუწვეული ლექტორია, ის ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე კითხულობს. მისი პედაგოგიური საქმიანობა მოიცავს საბაკალარო და სამაგისტრო საფეხურზე ოპერაციების, მიწოდების ჯაჭვის, შესყიდვების მართვისა და მდგრადი განვითარების კურსების სწავლებას. ის სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალსა და კონფერენციაზე წარმოდგენილი უამრავი სტატიის ავტორია.

ანდრეა აპოლონი მდგრადი საჯარო შესყიდვების მარი კიურის სახელობის ევროპული პროექტის “ჰორიზონტი 2020”-ის კოორდინატორია. ის უნიკალური, ერთსაფეხურიანი “მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მსოფლიო საანგარიშო პალატის” წევრ-ექსპერტი და გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ინიცირებული “მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ათწლიანი სამოქმედო გეგმის” მონაწილეა.

ანდრეა აპოლონი იყო ჩინეთის ტიანძინის უნივერსიტეტის, აშშ-ში, ნოქსვილში მდებარე თენესის უნივერსიტეტისა და ციურიხის “ი თი ეიჩ” უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერი.

Message body empty