სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზირებული მედიცინა

ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზირებული მედიცინა

4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის პროგრამის აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა სასერთიფიკატო ტრენინგი: „ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზირებული მედიცინა“, რომელსაც უძღვებოდა Coruña-ს უნივერსიტეტის პროფესორი მედიცინის მიმართულებით, ალეხანდრო პაცო სიერა. აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერია“-ს მხარდაჭერით.

ალეხანდრო პაცო არის პროფესორი პერსონალიზირებული მედიცინის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი მედიცინის დარგში და Coruña-ს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამნეტის ხელმძღვანელი. ის სამედიცინო ინფორმატიკის სფეროში მსოფლიო დონის ექსპერტია. მისი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ამ მიმართულებით გამოქვეყნებულია მაღალ იმპაქტ ფაქტორიან სამედიცინო ჟურნალში. ახლახანს აშშ მეიოს კლინიკის (Mayo Clinic) და ჰარვარდის უნივერსიტეტის (Harvard University) პროფესორების მიერ გამოქვეყნებულ წიგნში ალეხანდრო მოხსენიებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი სამედიცინო ინფორმატიკის დარგში.

Message body empty